ლობიო ხმელი თუ ნედლი სახით, ორივენაირად ძალიან გემრიელია. მწვანე ლობიო ნიგვზით განსაკუთრებულად უყვართ მემარხულეებს. სწორად მიხვდით, დღეს სწორედ ამ შესანიშნავ კერძს მოვამზადებთ.
მწვანე ლობიო ნიგვზით
ინგრედიენტები:
- მწვანე ლობიო – 1 კგ
- ნიგოზი – 100 გ
- ხახვი – 1 თავი
- ნიორი – 2 კბილი
- ომბალო – 20 გ
- 20 – ძმარი გ
- ქინძი, ოხრახუში, შაშკვლამი, ქონდარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მწვანე ლობიოს მოვაცილოთ ბოლოები, დავტეხოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარე ქვაბში ისე , რომ წყალი ლობიოს ფარავდეს და მოვხარშოთ.
- მოხარშვის შემდეგ წყალი გადავწუროთ.
- ლობიო გავაცივოთ და ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, შაშკვლამი, ცოტა ქონდარი და ომბალო.
- მოვურიოთ ისე, რომ მოხარშული ლობიო კარგად აილესოს საკმაზში.
- ბოლოს შევანელოთ მარილით, წიწაკით, დანაყილი ნივრით და ძმრით გემოვნების მიხედვით.