ღუმელში მომზადებული ომლეტი რძით

1835

თუ გსურთ საუზმისთვის რაღაც ახალი მოამზადოთ, გთავაზობთ ომლეტის მომზადებას ბელორუსული მეთოდით.

კვერცხი რძით

გემრიელი ომლეტი, რომელიც კვერცხითა და რძით ღუმელში მზადდება, აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 40 გრ კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი

1. გააცალკევეთ კვერცხის გული ცილებისგან და შეურიეთ მას არაჟანი, ფქვილი და მარილი.

2. ნაზავს თანდათან დაუმატეთ რძე და მოურიეთ.

3. მსუბუქად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ რძიან ნაზავს.

4. საცხობი ფორმა კარგად გააცხელეთ, სანამ მასში კვერცხისა და რძის ნაზავს ჩაასხამთ. როდესაც კვერცხი ვარდისფერ შეფერილობას მიიღებს, ღუმელიდან გამოდგით.

ომლეტისთვის აუცილებლად აარჩიეთ ახალი პროდუქტები, ასე იგი უფრო გემრიელი და ფუმფულა გამოვა.

გემრიელად მიირთვით!