სახლში მომზადებული ნაყინი ხილის შიგთავსით

2890

როგორც იქნა, ამინდი გვახარებს თბილი დღეებით, სწორედ ახლა, იდეალური დროა გამაგრილებელი სასმელებისა და ნაყინისთვის. მისი მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია და ნაყინიც უფრო გემრიელი გამოდის.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი რძიანი ნაყინის რეცეპტს ხილის შიგთავსით, რომლის მომზადება ბავშვსაც კი არ გაუჭირდება.

სახლში მომზადებული რძიანი ნაყინი

უგემრიელესი, გამაგრილებელი, რძიანი ნაყინი მარწყვის შიგთავსით მოსამზადებლად ძალიან ადვილია, გემო კი შეუდარებელი აქვს.

ინგრედიენტები

  • 250 გრ მარწყვი
  • 40 გრ კარაქი
  • 80 გრ შაქარი
  • 450 გრ კრემი
  • 250 გრ შედედებული რძე

მომზადების წესი

1. დაჭერით მარწყვი 4 ნაწილად. თუ იგი გაყინულია, პირველ რიგში გაალღვეთ: დაალაგეთ გაყინული მარწყვი თეფშზე და ზემოდან მოასხით გრილი წყალი.

2. ძალიან დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი ტაფაზე.

3. გამდნარ კარაქს დაუმატეთ მარწყვი და კარგად მოურიეთ.

4. დაუმატეთ შაქარი და წამოადუღეთ მარწყვი 10 წუთით.

5. მიქსერით ათქვიფეთ ცხიმიანი კრემი (33%-იანი) დაბალ სიჩქარეზე, შემდეგ კი თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს.

6. დაუმატეთ მას შედედებული რძე და კარგად აურიეთ კრემში.

7. დაუმატეთ კრემს მარწყვი და კარგად აურიეთ.

8. გადაიტანეთ მასა კონტეინერში, ზემოდან კი საცხობი ქალღალდი გადააფარეთ და შეინახეთ მაცივარში 8 საათის განმავლობაში.

ნაყინის შიგთავსად მარწყვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი კენკრა თუ ხილი.

თუ ნაყინის მომზადებას ბანანის შიგთავსით გადაწყვეტთ, ნუ გააჩერებთ ბანანს პოლიეთილენის პაკეტში, უბრალოდ მიქსერის საშუალებით კარგად ათქვიფეთ, შემდეგ კი კრემს დაუმატეთ. ასეთი გემრიელი ხილის ნაყინის დავიწყება შეუძლებელია. უბრალოდ მოამზადეთ იგი და გააოცეთ ოჯახის წევრები და ახლობლები!