ომლეტის მომზადების იაპონური მეთოდი

1826

იმისათვის, რომ დღემ კარგად ჩაიაროს, დილა აუცილებლად რაიმე კარგით უნდა დავიწყოთ. მაგალითად, ვარჯიშით, საყვარელი მუსიკის მოსმენით ან გემრიელი საუზმის მომზადებით. ჩვენ კი დღეს სწორედ გემრიელ საუზმეზე უნდა ვისაუბროთ.

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ იაპონური კვერცხის რულეტის რეცეპტს, რომელსაც “ტამაგო-იაკის” უწოდებენ.

კვერცხის რულეტი შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 10 ც ქათმის კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 1-2 ც ტკბილი პილპილი
  • 1 ც სტაფილო
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი

1. წვრილად დაჭერით ბოსტნეული და მწვანილი. პილპილი შეგიძლიათ პომიდვრით ჩაანაცვლოთ.

2. კარგად ათქვიფეთ კვერცხი.

3. დაუმატეთ რძე და კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ, ნარევი შეგიძლიათ საწურის მეშვეობით გაწუროთ, რათა ზედმეტი ქაფი და ბუშტუკები მოშორდეს.

4. კვერცხის ნარევს დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული და ნაზად მოურიეთ. ნარევი უნდა იყოს ისეთივე თხელი, როგორიც ბლინებისთვის განკუთვნილი მასაა და ომლეტიც ისევე უნდა შეიწვას, როგორც ბლინები.

5. მცირე ოდენობის ნაზავი დაასხით გახურებულ ზეთიან ტაფაზე. მასა ტაფის მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ.

6. რულეტში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვა შიგთავსი, სურვილისამებრ, მაგალითად: მაგარი ყველი, ან ლორის ნაჭრები. იდეალური საუზმე მზად არის ! იგი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე სოუსთან ერთად.

“ტამაგო-იაკი ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია, ამავდროულად, იგი სასარგებლო და დაბალკალორიულიცაა, განსაკუთრებით, თუ მას ზეთის გარეშე შეწვავთ. კვერცხის ომლეტის მომზადებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება და იგი დიასახლისების საყვარელი კერძია.