სადღესასწაულო პიცა-კონუსი, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს

1299

პიცა-კონუსი გახლავთ კერძი, რომელსაც სხვადასხვა შიგთავსით ავსებენ, თუმცა მთავარი ინგრედიენტი გახლავთ ყველი. ეს უჩვეულო სიახლე უკვე მრავალ ქვეყანაში შეიყვარეს ქუჩის ფასთ-ფუდის თაყვანისმცემლებმა – არანაკლებ კლასიკური პიცისა.

წარმოიდგინეთ, როგორ ფურორს მოახდენს კონუსის ფორმის პიცა სადღესასწაულო სუფრაზე! განსაკუთრებით ის ბავშვებს მოეწონებათ. კონუსების მომზადება ძალიან მარტივია, ინგრედიენტები კი ხელმისაწვდომი. დამატებითი ინვენტარის სახით ქაღალდის სპეციალური კონუსები და ფოლგა დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 1 ც ფენოვანი ცომი
  • 250 გრ მოცარელა
  • 100 გრ შებოლილი ძეხვი
  • 100 გრ ძროხის ხორცი
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 80 გრ კეტჩუპი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 5 ც პომიდორი ჩერი
  • მწვანე ხახვი გემოვნებით

მომზადება

  1. А4 ფორმატის ქაღალდისგან შექმენით კონუსები, კუთხეები დააფიქსირეთ ქაღალდის სკოჩით. შემოახვიეთ კონუსებს ფოლგა.
  2. გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით სეგმენტებად. ერთი ცომისგან 5 კონუსი გამოვა.
  3. წაუსვით კონუსებს ზეთი და შემოახვიეთ ცომი. კარგად მოუჭირეთ კუთხეებს. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, შედგით 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 6-8 წუთით.
  4. მზა კონუსები მოათავსეთ ჭიქებში და შეავსეთ შიგთავსით: ჯერ მოცარელა, შემდეგ კეტჩუპი, დაჭრილი ძეხვი, შემწვარი ხორცი, ბულგარული წიწაკა და  დაჭრილი მწვანე ხახვი.
  5. ზემოდან მორთეთ დაჭრილი პომიდორი ჩერით, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და შედგით კვლავ ღუმელში 4-5 წუთით.

პიცა-კონუსი – ორიგინალური და გემრიელი კერძია. ასეთი ხემსი შესანიშნავია პიკნიკებზე, საბავშვო ზეიმებზე, წვეულებებზე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!