კაპრეზე მოცარელათი და პესტოს სოუსით. რეცეპტი, რომელიც 200 წლის განმავლობაში უცვლელია

2157

ნეაპოლის ყურესთან მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული კაპრია განლაგებული. სწორედ მას ახსენებენ იტალიელები, როდესაც სალათ კაპრეზეს წარმოშობაზე მიდის საუბარი. კერძის რეცეპტი 200 წელზე მეტს ითვლის.

უმი პომიდორი, მადისაღმძვრელი მოცარელა და სურნელოვანი ბალახები… და ამ ყველაფერს კიდევ სოუსს თუ დაუმატებ… კაპრეზე პესტოს სოუსთან შეხამებაში საუცხოო გემოს ქმნის. რა რა და იტალიელებს ეს ნამდვილად ეხერხებათ!

ინგრედიენტები

  • 250 გრ მოცარელა
  • 3-4 ც პომიდორი
  • 60 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა ბაზილიკი
  • 30 გრ პარმეზანი
  • 2 კბ ნიორი
  • 30 გრ ნიგოზი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. პესტოს სოუსის მოსამზადებლად მოაცილეთ ბაზილიკს ყუნწები და დააბლენდერეთ ფოთლები (დატოვეთ 2-3 ფოთოლი მოსართავად) პარმეზანთან, ზეითუნის ზეთთან და ნიორთან. დაუმატეთ ლიმონის წვენი და მარილი.

2. დაჭერით თხელ რგოლებად პომიდორი და მოცარელა.

3. წრიულად მოათავსეთ თეფშზე მოცარელა და პომიდორი. მოაყარეთ პილპილი.

4. მოასხით სალათს პესტოს სოუსი და მორთეთ ბაზილიკით.

კაპრეზე შესანიშნავი აპერიტივია ძირითადი კერძის მირთმევამდე. ეს კერძი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!