დღეს მოგითხრობთ თუ როგორ მზადდება ნამდვილი გუდის ყველი. ქვემოთ აღწერილი ტექნოლოგიით მომზადებული ყველს “ნაღდ გუდას უწოდებენ. არსებობს “ნაღდი გუდის” თანამედროვე ვარიაცია “ისე გუდა”, როდესაც ცხვრის ტყავის მაგივრად ყველის დავარაგების პროცესში ცელოფნის პარკი გამოიყენება. თუში მეცხვარეები უპირატესობას მაინც თუშური ცხვრის ტყავს ანიჭებენ, კახელები კი ამბობენ გუდასა და ცელოფნის პარკს შორის ისეთივე “ნათესაური” კავშირია, როგორც ქვევრსა და პლასტმასის კასრს შორისო.
ახლა კი არჩევანი თქვენზეა, რომელი ვარიანტიც უფრო მარტივია თქვენთვის იმ მეთოდით დაამზადეთ.
გუდის ყველის მომზადება:
- ახლად ამოყვანილი ცხვრის ყველი წვრილად დავფშვნათ, მარილით შევაზავოთ და ცხვრის სპეციალურად გამოყვანილ ტყავში, გუდაში ჩავტენოთ ისე, რომ ჰაერი არ შეჰყვეს.
2. პირი მოვუკრათ და გრილ ადგილას ნაცარზე დავდოთ.
3. დროდადრო დასველებული ნაცარი მშრალით შევცვალოთ მანამ, სანამ გუდა მთლიანად არ გამოშრება.
გუდაში ყველი სპეციფიკურ სუნს იძენს. ამ პროცესს ყველის დავარაგებას უწოდებენ.