კოტორი – თუშური ხაჭაპურია. კოტორის გული მზადდება ერბოში აზელილი ხაჭოსაგან. ვინაიდან ხაჭო ბევრს არ უყვარს კოტორის გულსართი ყველით ჩავანაცვლეთ. კოტორის ცომი ძალიან თხელი და სიფრიფანა უნდა იყოს.
ინგრედიენტები:
- ფქვილი – 1 კგ
- სოდა – 1 ჩაის კოვზი
- წყალი – 0,5 ლ
- ყველი – 1 კგ
- ერბო – 300 გ
მომზადების წესი:
- ჯამში ჩავყაროთ ხორბლის ფქვილი, შევურიოთ სოდა. შემდეგ ფქვილი ჩავაღრმავოთ შუაში, ჩავასხათ ოდნავ მარილიანი, ნელ-თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი ცომი.
- ცომი შევფუთოთ და დაახლოებით 1 სთ დავდგათ თბილ ადგილას.
- გამზადებული ცომი გავანაწილოთ სასურველი ზომის გუნდებად.
- ახლად ამოყვანილი, უმარილო ყველი (სურვილისამებრ შეიძლება ხაჭოც) ავსრისოთ ხელით ერბოში.
- ცომის გუნდა გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ყველი. მოცულობით ყველი ცომს უნდა აღემატებოდეს. პირი მოვუკრათ და გავაბრტყელოთ მაქსიმალურად.
- გაბრტყელებული ცომი დავდოთ ცხელ ტაფაზე. ერთი გვერდი რომ შეიწვება, გადმოვატრიალოთ და ზემოდან წავუსვათ ერბო.
- შესაბამისად მეორე გვერდასც, როცა გამოცხვება, გადმოვაბრუნებთ და წავუსვამთ ერბოს. კოტორი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად სიფრიფანა.