დიეტური სპაგეტი 10 წუთში. ჯანსაღი ხემსი მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს

2216

რას ვამზადებთ ხოლმე ბოსტნეულისგან? როგორც წესი, რაგუს, სალათებს, მობრაწულებს. მაგრამ ბადრიჯანი, ცუკინი და სტაფილო ჩვეულებრივი ბოსტნეული არაა და მათგან შესანიშნავი სპაგეტის მომზადება შეიძლება.

ასეთი სპაგეტი განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვინც ფიგურას უფრთხილდება ან უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. გაგიკვირდებათ და ბავშვებიც აღფრთოვანებული დარჩებიან.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • 1 ც პომიდორი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • პროვანსული სუნელები გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გახეხეთ ყაბაყი და კორეული სტაფილო სახეხით.
  2. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი,გააჭერეთ 2 წთ, შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში, მოაცილეთ კანი და დაჭერით კუბებად.
  3. გაატარეთ ნიორი.
  4. მოთუშეთ ზეთში ნიორი და პომიდორი სანამ სქელ მასად არ გადაიქცევა.
  5. დაუმატეთ ყაბაყის სპაგეტი, ურიეთ 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი და სუნელები.

ჯანსაღი, გემრიელი და მსუბუქი კერძი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!