ყველაზე მარტივი და ნოყიერი ღვეზელი ქათმით მექსიკურ სტილში

1255

თუ გსურთ დამოუკიდებლად მოამზადოთ რაიმე მექსიკური სამზარეულოდან, მაგრამ რეცეპტებში უცხო ინგრედიენტები გხვდებოდათ, “გასტრონომია” სიამოვნებით დაგეხმარებათ. ჩვენ შესანიშნავი ღვეზელის რეცეპტი მოვამზადეთ თქვენთვის.

ბოსტნეულისგან, სიმინდისგან, ქათმისგან და წიწაკისგან მექსიკური სტილის საუცხოო ვახშამს მოამზადებთ. ტორტილია თხელი ლავაშით ჩავანაცვლეთ, მისგან კერძის მშვენიერი საფუძველი გამოდის. თავად სცადეთ და დარწმუნდით!

ინგრედიენტები

  • 3 ც ლავაში
  • 400 გრ ქათმის ფარში
  • 1 ც ყაბაყი
  • 2 ც პომიდორი
  • 3 კბ ნიორი
  • 2 ც წითელი ხახვი
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 200 გრ სიმინდი
  • 50 გრ არაჟანი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით პომიდორი და დააბლენდერეთ, დაჭერით წვრილად ხახვი, ნიორი და წიწაკა, გახეხეთ ყაბაყი.
  2. ზეთში მოთუშეთ ხახვი და ნიორი, 2 წუთში დაუმატეთ ფარში. როცა ხორცი გათეთრდება, დაუმატეთ პომიდორი, ყაბაყი, წიწაკა, მარილი და პილპილი. მოამზადეთ 10 წუთის განმავლობაში.
  3. მზა შიგთავსს დაუმატეთ სიმინდი. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი. ჯვარედინულად დააფინეთ ორი ლავაში, მოათავსეთ შიგთავსის ნახევარი და თავისუფალი კუთხეები დააფარეთ ზემოდან. მოათავსეთ დარჩენილი შიგთავსი და კვლავ დააფარეთ ლავაში.
  4. გაჭერით დარჩენილი ლავაში ფორმის ზომაზე და დააფარეთ კერძს ზემოდან. წაუსვით არაჟანი და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით. შემდეგ გამოიღეთ, მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ 5 წუთით შედგით.

საუცხოო მექსიკური ვახშამი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!