ტორტი “კონიაკიანი ქიშმიში” საუცხოო კრემით, არომატითა და გემოთი

1407

სააღდგომო პასკებით დღეს ვერავის გააოცებ, თანაც ცომის მოზელვისა და სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალის დროც არ მქონდა.

კულინარიული წიგნის დათვალიერებისას ერთ საინტერესო რეცეპტს წავაწყდი – ტორტი “კონიაკიანი ქიშმიში” – არამხოლოდ უგემრიელესია, არამედ მარტივად და სწრაფად მზადდება. სააღდგომო სუფრაზე სტუმრებთან თავს ნამდვილად მოიწონებთ!

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 180 გრ შაქარი
  • 200 გრ ქიშმიში
  • 60 მლ კონიაკი
  • 350 გრ კარაქი
  • 380 გრ მოხარშული შესქელებული რძე
  • 130 გრ არაჟანი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ კაკაო
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხები მარილთან, დაუმატეთ არაჟანი, 100 გრ დარბილებული კარაქი და კარგად მოურიეთ.

2. გარეცხეთ ქიშმიში და ჩაალბეთ 30 მლ კონიაკში.

3. გაცრილ ფქვილსა და გამაფხვიერებელს დაუმატეთ ქიშმიში კონიაკით და თხევადი ინგრედიენტები. მიქსერით მოზილეთ კექსის ცომის კონსისტენციის ცომი.

4. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, ჩაასხით ცომი, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით.

5. კრემისთვის ათქვიფეთ დარჩენილი კარაქი, შესქელებული რძე და კაკაო.

6. გაჭერით ფენა შუაზე, წაუსვით კრემი.მორთეთ კვერცხის ფორმის კანფეტებით. შედგით ტორტი მაცივარში 6-8 საათით.

მიირთვით დესერტი ჩაისთან ან ყავასთან. ქიშმიში შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი საყვარელი ჩირით. მეტი შოკოლადის გემოსთვის დაამატეთ ცომში კაკაო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!