უგემრიელესი ადიღეური ყველი შინაურ პირობებში: ნაზი და ზომიერად ცხიმიანი

2174

ყველი ბევრისთვის საყვარელი და გემრიელი პროდუქტია, შინ მომზადებული ყველი კი  – ეკონომიურიც. გთავაზობთ მოამზადოთ ადიღეური ყველი. რეცეპტის ავთენტურობაზე თავს ვერ დავდებთ, რადგან ეს მაინც შინაური ნაწარმია.

ამ ყველს არ სჭირდება მომწიფება: სულ რამდენიმე საათში მზად იქნება ამოყვანის შემდეგ. ყველი რბილი, ნაზი და ზომიერად მარილიანი და ცხიმიანი გამოდის.

მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ პასტერიზებული რძე, არაჟანი კი არანაკლებ 20% ცხიმიანობის.

ინგრედიენტები

  • 1 ლ რძე
  • 200 გრ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 1-1,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. ჩაასხით რძე სქელძირიან ქვაბში, დადგით  ცეცხლზე. ცალკე ოდნავ ათქვიფეთ კვერცხები, დაუმატეთ არაჟანი და მოურიეთ.
  2. როგორც კი რძე წამოდუღდება, მინიმუმამდე დაიყვანეთ ცეცხლი, დაუმატეთ კვერცხისა და არაჟნის მასა, გააცხელეთ 7-8 წუთის განმავლობაში.
  3. როცა მასა და შრატი განცალკევდება, გადაიტანეთ ორმაგი მარლით დაფენილ დურშლაგზე. როცა სითხისგან დაიწრიტება, მოუჭირეთ მარლას და დაადგით ზემოდან რაიმე მძიმე საგანი. დატოვეთ მთელი ღამით. მზა ყველი შედგით მაცივარში.

შინაური ყველი იოლად მზადდება – თავად დარწმუნდით. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!