ღუმელში გამომცხვარი ნაზუქი – აი, ასე ამზადებენ უგემრიელეს ნუგბარს ქართლში

6411

ნაზუქი უმთავრესად ქართლსა და კახეთშია გავრცელებული. ამ ნუგბარს ასევე აცხობენ მესხეთშიც. გთავაზობთ ნაზუქის მომზადების ქართლურ ვარიანტს.

ინგრედიენტები:

  • 150 გ კარაქი
  • 500 გ შაქარი
  • 3 კვერცხი (+1 კვერცხის გული გადასასმელად)
  • 700 მლ რძე
  • 3 ს.კ. მშრალი საფუარი
  • მარილი
  • 1,5 კგ ფქვილი
  • ვანილი

მომზადების წესი:

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი კარაქი და კარგად ავურიოთ. შემდეგ შევურიოთ ვანილი და მარილი, დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ტილო და დავდგათ ასაფუებლად. როდესაც ცომი კარგად ამოფუვდება, სასურველი ზომის გუნდებს მივცეთ ფორმა და დავდოთ საცხობ ტაფაზე. გავაჩეროთ თბილ ადგილას, რომ ისევ ამოფუვდეს. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე.