სალათი “მომენტალური” 10 წუთში: სუფრაზე მუდამ პირველი მთავრდება

7931

ჩვენს ოჯახს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და ხშირად სტუმრები მოულოდნელად მოგვადგებიან კარს. კარგია, თუ ამ დროს მაცივარი ცარიელი არ არის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პირიქით ხდება.

ასეთ სიტუაციებში მსუბუქ ხემსებს ვამზადებ და ქმარს სალათ “მომენტალურის” ინგრედიენტებზე ვაგზავნი. ჩემთვის ის ნამდვილი ხსნაა: მარტივი, სწრაფი და ძალიან გემრიელი – საუკეთესო, რაც კულინარიაში გამოუგონიათ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ კრაბის ჩხირები
  • 200 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გრ პეკინური კომბოსტო
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 50 გრ ორცხობილა
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 2 კბ ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით მცირე კუბებად კრაბის ჩხირები და ყველი.
  2. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად კომბოსტო, გაატარეთ ნიორი, გადაასხით სიმინდის კონსერვიდან სითხე.
  3. ღრმა თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეანელეთ მაიონეზით, დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.

მორთეთ სალათი ორცხობილებით, მწვანილის ღერებით ან დაჭრილი კრაბით. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრიც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!