ნამცხვარი “ჩიტის რძე” უკვე მრავალი წელია, ბევრისთვის საყვარელ დესერტად იქცა, თუმცა, მის მომზადებას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება.
ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას და მოამზადეთ უგემრიელესი ნამცხვრის გამარტივებული ვარიანტი – ცხობის გარეშე. “გასტრონომია” გთავაზობთ “ჩიტის რძის” იოლ და სწრაფ რეცეპტს.
ინგრედიენტები
- 450 მლ რძე
- 80 გრ მანანის ბურღული
- 100 მლ შესქელებული რძე
- 12 ც ნამცხვარი
- 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
- 50 გრ შავი შოკოლადი
- 50 გრ კარაქი
- 10 გრ ვანილის შაქარი
- 50 მლ წყალი
- 10 გრ ჟელატინი
- 50 მლ წყალი
- 1 ს.კ. ზეთი
მომზადება
- დაასხით ჟელატინს ცივი წყალი და დადგით სანამ კარგად არ გაიხსნება.
- ჩაასხით თასში რძე, დაუმატეთ მანანის ბურღული, დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ფაფა ადუღდება, დაუმატეთ კარაქი, ჟელატინი და შესქელებული რძე. მუდმივად ურიეთ სანამ მასა არ შესქელდება.
- ჩააფინეთ ფორმაში საკვების ცელოფანი. ჩაალაგეთ ნამცხვრები, სასურველია შოკოლადის. დაასხით მზა მასა, ზემოდან დაალაგეთ დარჩენილი ნამცხვრები. შედგით მაცივარში 2-3 საათით.
- მოამზადეთ მინანქარი: შეურიეთ შოკოლადი, რძე და ზეთი. დადგით ნელ ცეცხლზე, ურიეთ სანამ არ შესქელდება დაგადმოდგით. ოდნავ გააცივეთ.
- მოასხით ტორტს მინანქარი და შედგით მაცივარში 20 წუთით. მზა დესერტი დაჭერით და სურვილისამებრ მოასხით მდნარი კარამელი, ათქვეფილი ნაღები ან მოაყარეთ კენკრა.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ს მიერ შემოთავაზებული რეცეპტი მოგეწონებათ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ შთაბეჭდილებები მეგობრებს!