საუზმეზე ტაფამწვარი გემრიელი, მაგრამ ბანალური და მობეზრებული კერძია. სწრაფად კი მზადდება, მაგრამ დიდ სიამოვნებასაც არ განიჭებს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საუზმის გამრავალფეროვნებას და შემწვარი კვერცხის სულ სხვაგვარად მომზადებას.
ჩვენ ვიცით, როგორ მოვამზადოთ კვერცხი ლავაშში სულ რაღაც 3 წუთში. ხრაშუნა ქერქი და უგემრიელესი შიგთავსი. ჩვენ საბაზისო ვარიანტს შემოგთავაზებთ, თქვენ კი სურვილისამებრ შეგიძლიათ ინგრედიენტები ჩაანაცვლოთ.
ინგრედიენტები
- 1 ც ლავაში
- 1 კვერცხი
- 40 გრ მაგარი ყველი
- 30 გრ ლორი
- ზეთი გემოვნებით
მომზადება
1. წაუსვით ტაფას ზეთი. მოათავსეთ ლავაში. დაახალეთ კვერცხი და ჩანგლით გადაანაწილეთ.
2. სანამ კვერცხი შეიწვება, მოაყარეთ გახეხილი ყველის ნახევარი.
3. ფრთხილად გადააბრუნეთ ლავაში, მოაყარეთ დარჩენილი ყველი ცენტრში დაჭრილ ლორთან ერთად. ტაფაზევე დაახვიეთ კონვერტად ლავაში და შეწვით ორივე მხრიდან.
აი ასე, 3 წუთში შეგიძლიათ გემრიელი და ნოყიერი საუზმის მომზადება. სურვილისამებრ დაუმატეთ საყვარელი ბოსტნეული, ხაჭო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!