სწორად მომზადებული კახური ხაშლამა

3855

ხაშლამა კახური გასტრონომიის კუთვნილებაა. მისი მომზადების საიდუმლო სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის ხორცია. კახეთში სანელებლების გარეშე ხარშავენ ხაშლამას, შემდეგ კი ნიორწყლით მიირთმევენ.

ინგრედიენტები: 

  • 2 კგ ახალგაზრდა, მსუქანი საქონლის ხორცი (მკერდის ნაჭერი)
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი (სურვილისამებრ)
  • 1 ცალი გაფცქვნილი ხახვი (სურვილისამებრ)
  • მარილი
  • ნიორწყალი – მისატანებლად

მომზადების წესი:

  1. ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად (წვრილ ნაჭრებად არ დავჭრათ!), გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში, გავაჩეროთ მთელი ღამით, დილით გადავწუროთ, ახალი წყალი დავასხათ და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვისას დავუმატოთ ხახვი და დაფნის ფოთოლი, შემდეგ დავუმატოთ მარილი.
  2. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მივიტანოთ ნიორწყალთან ერთად.