ხოხბის ჩახოხბილი – უძველესი, ნამდვილი ქართული კერძი

2760

ჩახოხბილი უძველესი ქართული კერძია. ძველი რეცეპტებით ჩახოხბილი უპამიდვროდ, მხოლოდ ერბოთი, კვერცხითა და ძმრით მზადდებოდა, იყო უფრო ცხიმიანი და, შესაბამისად, კალორიული კერძი. თანამედროვე ეპოქაში ჩახოხბილს პამიდვრით ამზადებენ, ზოგჯერ კვერცხს უმატებენ, ზოგჯერ კი – ტკბილ წიწაკას. ხოხბის ნაცვლად შეიძლება შინაური ვარია ან მწყერიც გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები: 

  • 1 ცალი ხოხობი (800 გ)
  • 6-7 თავი ხახვი
  • 1 კგ კანგაცლილი, დაჭყლეტილი პამიდორი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა რეჰანი
  • ერბო
  • მარილი
  • მწვანე წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ხოხობი მშრალად გავპუტოთ (არ დავმდუღროთ!), შევტრუსოთ და გავასუფთაოთ. დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს.
  2. ქვაბი დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი დაშრება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ერბო და ვშუშოთ, სანამ დარბილდება. თუ კერძს ნანადირევისგან მოვამზადებთ, უფრო დიდხანს დასჭირდება ხარშვა.
  3. ხორცი რომ კარგად დარბილდება, დავუმატოთ პამიდორი, მარილი და წიწაკა. 5-10 წუთში დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

რედაქციის რჩევა: ხოხობი შეგიძლია ქათმით ჩაანცვლოთ.