ვენური ვაშლის რულეტი-არომატული და საუცხოო დესერტი

1284

დღეს გასტრონიმიას რედაქცია უგემრიელესი ვაშლის რულეტის რეცეპტს გთავაზობთ. სცადეთ მისი მომზადება და  თქვენი ნახელავით  ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

ინგრედიენტები:

ცომისთვის: 

  • ძალიან მშრალი ფქვილი – 250 გრამი
  • კვერცხი – 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი – 2-3 სადილის კოვზი
  • ან სუფთა ღორის ქონი – კაკლის სიდიდის
  • მარილი – გემოვნებით
  • თბილი წყალი – 3-4 სადილის კოვზი
  • ძმარი – რამდენიმე წვეთი
  • ნაღების კარაქი ან მარგარინი ზემოდან წასასმელად

სატენისთვის: 

  • ვაშლი – 800-1000 გრამი
  • ქიშმიში – 1 მუჭა
  • დანაყილი ნუში – 1 მუჭა
  • დაფხვნილი ორცხობილა – 100 გრამი
  • შაქარი – 100 გრამი
  • დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი
  • ნაღების კარაქი ან მარგარინი

მომზადების წესი:

  1. სატენის მომზადება: სატენის მოსამზადებლად ვაშლი გაასუფთავეთ კანისგან, მოაცილეთ გული, დაჭერით წვრილ ნაწილებად ან უკეთესია გახეხეთ მსხვილ სახეხზე. დაფხვნილი ორცხობილა შეურიეთ მცირე რაოდენობის შაქარში და მსუბუქად შეწვით ნაღების კარაქში. ეს ორცხობილა მოაყარეთ გამზადებულ, კარაქწასმულ ცომს, გაანაწილეთ მასზე სატენი (ვაშლი, ქიშმიში და ნუში, არეული ერთად); ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი, არეული შაქარში და დაახვიეთ რულეტი.
  2. ცომის მომზადება: ფქვილი გაცერით დაფაზე, ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ ცხიმი, მარილი, ძმარი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი არ საჭიროებს გაბრტყელებას, ის უნდა აიღოთ ხელში და ძალით დააგდოთ დაფაზე, სანამ ის არ შეწყვეტს მიწებებას ხელთან და დაფასთან არ დაიწყებს დაბუშტვას.
  4. შემდეგ უნდა აიღოთ მშრალი დაფა, მოაყაროთ ფქვილი და დადოთ ცომი, მოასხუროთ თბილი წყალი და დააფაროთ გაცხელებული ქოთანი.
  5. დატოვეთ ცომი 1/2 საათი.
  6. შემდეგ გაანთავისუფლეთ სამზარეულო მაგიდა, დააკარით სუფთა ხელსახოცი და მოაყარეთ ფქვილი.
  7. ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ სამკუთხედის სახით, შემდეგ გაწელეთ ხელებით მანამ, სანამ ცომი არ გახდება სრულიად გამჭვირვალე.
  8. ძალიან თხლად გაბრტყელებული ცომი დატოვეთ რამდენიმე ხნით, რომ ის გაშრეს.
  9. უფრო იოლია მოამზადოთ 2 ან 3 პატარა ნაწილი.
  10. ცომს წაუსვით გამდნარი კარაქი ან მარგარინი და 2/3 ცომის ზედაპირი დაფარეთ სატენით (იხილეთ ქვემოთ).
  11. ფრთხილად აწიეთ ხელსახოცის ნაპირი, დაახვიეთ რულეტი, ნაპირები მაგრად შეაწებეთ და დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე.
  12. შეასხურეთ ზემოდან გამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ ზომიერ ტემპერატურაზე ზუსტად 45 წუთი.
  13. რულეტს ხშირად უნდა წაუსვათ გამდნარი კარაქი.
  14. როცა რულეტი მზად იქნება, მოაყარეთ დანაყილი შაქარი და დაჭერით. 2-4 სმ სისქის ნაწილებად.

მიირთვით თბილი ან ცივი სახით.