ოლივიეზე უფრო სწრაფად ვამზადებ ამ დახვეწილ სადღესასწაულო სალათს

2521

თითქოსდა, როგორ უნდა მოამზადო ყველასთვის საყვარელი ქათმისა და სოკოს სალათი ისე, რომ გარშემომყოფები გააკვირვო? სწორია – მარტივი პროდუქტებისგან უნდა შექმნა თვალისმომჭრელი თაიგული, რომლითაც ყველაზე ძვირფას სტუმარს გაუმასპინძლდები. ეს სალათი მოსამზადებლად მარტივია და ამავდროულად ნამდვილად შთამბეჭდავი.

„გასტრონომიას“ რედაქცია გაგიზიარებთ ეფექტური სადღესასწაულო სალათის რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 250 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 მოხარშული ჭარხალი
  • 5 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 250 გრ ქამა სოკო
  • 5 ბლინი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 400 გრ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • სალათის ფურცლები გასაფორმებლად

მომზადება

1. მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე. ხახვი დაჭერი ნახევარ რგოლებად, მოთუშეთ კარაქში, დაუმატეთ დაჭრილი სოკო.

2. მოხარშული ფილე დაჭერით მომცრო კუბებად. დააქუცმაცეთ ნიგოზი, შეურიეთ ხორცს. დაჭერით წვრილად კვერცხი, დაუმატეთ მასას და კარგად მოურიეთ.

3. გახეხეთ ყველი, დაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. გააცივეთ სოკო და შეურიეთ სალათს. დაუმატეთ მარილი და მაიონეზი, კარგად მოურიეთ. დახვეწილი სალათის საფუძველი მზად არის!

4. გახეხეთ ნიორი და ჭარხალი, დაამატეთ მაიონეზი.

5. წაუსვით მასა ბლინებს, შეახვიეთ 4-სმ რულეტები.

6. მოათავსეთ ბლინის რულეტები საცხობ ფორმაზე.

7. თანაბრად გაანაწილეთ ბლინებზე ქათმის სალათი. შედგით მაცივარში 3-4 საათით.

8. მოაცილეთ გაცივებული სალათი საცხობი ფორმის კედლებს დანის მეშვეობით, ზემოდან დაალაგეთ სალათის ფურცლები და ფრთხილად გადმოაპირქვავეთ თეფშზე.

9. ბლინებს შორის ფრთხილად ჩაალაგეთ სალათი, ისე რომ შექმნათ ვარდის ფოთლების იმიტაცია. ეფექტური კერძი მზადაა!

ეს ულამაზესი და უგემრიელესი სალათი ვარდების თაიგულს ჰგავს, რომელსაც თვალს ვერ მოაცილებ!