კიევური კოტლეტების გაუმჯობესებული ვარიანტი: სწრაფი, მარტივი და უგემრიელესი

1162

ხალდახან არ გსურს სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი და რთული კერძების მოზმადება. ასეთი შემთხვევებისთვის უამრავი მარტივი და სწრაფი რეცეპტი არსებობს, როლებსაც კოლეგები, დედები თუ ახლობლები გვიზიარებენ.

ჩემი ოჯახის ფავორიტი დიდი ხანია გახდა ქათმის კოტლეტები ყველით, რომლებიც სწრაფად მზადდება და უგემრიელესი გამოდის. ასეთი კერძით შეგიძლიათ ფასთფუდი ან პიცა ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 300 გრ მაგარი ყველი
  • 60 გრ კარაქი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ საფანელი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 მლ ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათმის ფილე, გაატარეთ და დაუმატეთ სუნელები. დაყავით ფარში 12 ნაწილად.

2. მაგარი ყველი და კარაქი დაყავით 12 ნაწილად.

3. სველი ხელებით შექმენით კოტლეტები, მოათავსეთ სათითაოდ ყველი და კარაქი. ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

4. გაახურეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით კოტლეტები ორივე მხრიდან.

გარნირის სახით შეგიძლიათ გაოიყენოთ კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის სალათი ან ბრინჯი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!