არაჟნის ტორტი მანდარინებით. კარგია, როცა ღუმელი არ გაქვს ჩასართავი

1692

ოჯახში, სადაც ყველას უყვარს ტკბილეულობა, მრავალფეროვანი ნამცხვრები მენიუში მუდამ არის. ათწლეულობის განმავლობაში ბისკვიტის ნამცხვრები პირველ ადგილზე იყო: ფაფუკი ნამცხვრები სხვადასხვა კრემით უამრავი დიასახლისის სავიზიტო ბარათი იყო. დღეს კი ძალიან პოპულარულია ნამცხვრები ხილით, რომლებსაც ცხობა არ სჭირდება.

მინიმალური ძალისხმევით არაჩვეულებრივი დესერტი გამოდის, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ნამცხვარი არაჟნით, ჟელეთი და ხილით – შესანიშნავი არჩევანია.

ინგრედიენტები

  • 500 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა რძე
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 4-5 ც მანდარინი
  • 40 გრ შავი შოკოლადი

მომზადება

  1. ჩაალბეთ ჟელატინი თბილ რძეში 30 წუთით. დაამატეთ შაქარი.
  2. გააცხელეთ მასა ნელ ცეცხლზე, მაგრამ არ აადუღოთ.
  3. ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრი, შეურიეთ რძისა და ჟელატინის მასას, კარგად მოურიეთ.
  4. დააფინეთ საკვების ცელოფანი მართკუთხა საცხობ ფორმაზე, დაასხით ცოტაოდენი მასა და შედგით მაცივარში სანამ ბოლომდე არ გაცივდება.
  5. მოათავსეთ ზემოდან მანდარინის მარცვლები და დაასხით დარჩენილი მასა და კვლავ მაცივარში შედგით რამდენიმე ხნით.
  6. მორთეთ ტორტი გახეხილი შავი შოკოლადით.

სურვილისამებრ, მანდარინი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კივით, დაკონსერვებული ანანასით, ან სულაც ხილის მიქსი დაუმატოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!