ლაჰმაჯუნი – უგემრიელესი არაბული ღვეზელი

1304

ლაჰმაჯუნი არაბული ღვეზელია, რომელიც ძლიერ წააგავს პიცას. იგი შეგიძლიათ სალათის ფოთლებთან ერთად გადაახვიოთ და ისე მიირთვათ.

ინგრედიენტები:

ცომი: 

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

გულსართი:

  • 1 კგ ფარში
  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 100 გ კარაქი
  • 2 ცალი გაფცქვნილი პამიდორი
  • 2 ჩ.კ. პაპრიკა
  • ცოტა ცხარე წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ცომი: ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
  2. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  3. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  4. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  5. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ
  6. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  7. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსზე.
  8. გულსართი: ცხიმში მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ ფარში, დაჭრილი პამიდორი და სანელებლები.
  9. ცომი დაყავით 300-გრამიან გუნდებად და მრგვალად გააბრტყელეთ.
  10. მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე და ზედ გაანაწილეთ ფარში.
  11. შედგით გახურებულ ღუმელში და 20 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
  12. გემრიელად მიირთვით!

ულუფა: 4 ცალი

მომზადება: 30 წთ + დრო ცომის ასაფუებლად

გამოცხობა: 20 წთ