ამსტერდამული ხორცის ქოთანი: მაკარონის მობრაწულა საუკეთესო სახით

1133

მაკარონისა და ყველის მობრაწულას პოპულარობის ახსნა მარტივია: კერძი ნოყიერი, გემრიელი და ხელმისაწვდომი გამოდის. ჩვენ ბევრჯერ შემოგვითავაზებია მსგავსი რეცეპტები, თუმცა, ამჯერად სრულყოფილებამდე მივიყვანეთ.

ამსტერდამული ხორცის ქოთანი არამხოლოდ მაკარონსა და ყველს შეიცავს, მასში შესანიშნავადაა შეხამებული ნაღებსა და ბულიონში წინასწარ მოთუშული ღორის ხორცი და ლორი, სუნელები, რომლებიც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.

ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ღორის ხორცი
  • 40 გრ კარაქი
  • 200 მლ ნაღები
  • 125 მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 70 მლ თეთრი მშრალი ღვინო
  • 100 გრ ლორი
  • 250 გრ მაკარონი
  • 1 მწ მაიორანი
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ღორის ხორცი მოგრძო ნაჭრებად.
  2. დაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაუმატეთ ზეთი. ჩაყარეთ ღორის ხორცი, მაიორანი, მარილი, პილპილი. შეწვით ხორცი სანამ სითხე არ აორთქლდება.
  3. დაამატეთ ბულიონი და ნაღები, მოთუშეთ 5 წუთი.
  4. დაამატეთ ღვინო, კიდევ 5 წუთი მოთუშეთ.
  5. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში.
  6. გახეხეთ ყველი. მოათავსეთ საცხობ ფორმაში მოხარშული მაკარონი, დაუმატეთ ყველის ნახევარი და მოურიეთ.
  7. ზემოდან მოაყარეთ შემწვარი ხორცი და ლორის ნაჭრები, გახეხილი ყველი.
  8. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

მზა მობრაწულასთან მიირთვით მსუბუქი საგაზაფხულო სალათი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!