ისეთივე კექსები, როგორც სკოლის სასადილოში. გემო, რომელიც ბავშვობას გახსენებს

1657

გახსოვთ, კექსები, რომლებიც სკოლის სასადილოში იყიდებოდა? ნაზი, ფხვიერი და ქიშმიშიანი! “გასტრონომიამ” მათი რეცეპტი მოიპოვა, რათა გაიხსენოთ ბავშვობის გემო ფინჯან კაკაოსთან ან ჩირის კომპოტთან ერთად.

საბჭოთა პერიოდში “დედაქალაქურ” კექსებს მცირე ფორმებში აცხობდნენ. ახლა ამგვარი მაღაზიებში არ იყიდება. მაგრამ მათი მომზადება შინაურ პირობებში მარტივია. ჩვენი რეცეპტი მაქსიმალურად მიახლოვებულია ორიგინალთან, იმ განსხვავებით, რომ საფუარის ნაცვლად გამაფხვიერებელი გამოვიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 230 გრ შაქარი
  • 230 გრ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 220-250 გრ ქიშმიში
  • 10 გრ შაქრის პუდრი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1,5 გრ ვანილინი
  • 1 მწ მარილი

მომზადება

1. შაქარი, დარბილებული კარაქი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი კარგად მოურიეთ. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი და მოურიეთ ისე, რომ შაქრის კრისტალები ბოლომდე დადნეს.

2. დაარჩიეთ ქიშმიში, კარგად გარეცხეთ და შეურიეთ გაცრილ ფქვილს. დაამატეთ კვერცხის მასას და კარგად მოურიეთ.

3. მზა ცომი გადაანაწილეთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებში ისე რომ მესამედით შეავსოს. შედგით 180-200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. გაცივების შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრი.

შეგიძლიათ კექსი ერთ დიდ ფორმაში გამოაცხოთ და შემდეგ დაჭრათ ულუფებად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!