მოამზადეთ ჭარხლის სალათი ვახშმისთვის. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებსაც

2656

ყველა ადამიანს წონის დაკლების საკუთარი, განსხვავებული მეთოდი აქვს. ზოგი მათგანი კალორიებს მკაცრად ითვლის, ზოგიც საღამოს 6 საათის შემდეგ ჭამაზე უარს ამბობს და ა.შ. გირჩევთ, დაიმახსოვროთ, რომ მკაცრი დიეტის დაცვა ასეთი სიტუაციიდან სწორი გამოსავალი არ არის! გარდა იმისა, რომ იზიანებთ ჯანმრთელობას, ნაწილობრივ შიმშილით დაკლებული კილოგრამები უკან ყოველთვის ბუმერანგის პრინციპით გიბრუნდებათ.

არაჩვეულებრივი იქნება, თუ მხოლოდ ორგანული, ნატურალური პროდუქტებით დაიწყებთ კვებას. ზღვის პროდუქტები, ავოკადო და სხვა მსგავსი საკვები, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, თუმცა რაც შეეხება მათ ფასს, აქ სიტყვები ზედმეტია…

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ფუფნება იმისა, რომ ყოველდღიურად ორგანული პროდუქტებით ვიკვებოთ და თავი ეგზოტიკური ხილითა და ზღვის უგემრიელესი პროდუქტებით გავინებივროთ? გამოსავალი ყოველთვის არსებობს!

ჭარხალი – უნიკალური, ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ხელს გვიწყობს წონის დაკლებაშიც კი. ამ წითელი ნაყოფისგან თქვენ შეგიძლიათ უგემრიელესი, ამავდროულად, ძალიან სასარგებლო სალათების მომზადება. გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ჩვენი რეცეპტი და რეგულარულად მიირთვათ ჭარხლის სალათი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ ფიგურაზეც კი.

სალათი ჭარხლითა და კვერცხით 

რატომ არის ბოსტნეული კარგი? ისინი შეგიძლიათ მიირთვათ დიდი რაოდენობით, ფიგურის დაზიანების გარეშე. გარდა ამისა, ბოსტნეული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჭარხალი, მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, ფოლიუმის მჟვითა და უჯრედისით – ნივთიერება, რომელიც წონის კლების პროცესს რამდენჯერმე აჩქარებს.

ჭარხლის შემადგენლობაში შედის ასკორბინის მჟავაც, ტოკოფეროლი და ბეტა-კაროტინი. თითოეული ეს ნივთიერება კალციუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, იოდის, ბორისა და ფტორის მინერალური მარილების საკმაოდ დიდი წყაროა. საერთო ჯამში ჭარხალი შეიცავს 20-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებას.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წონის დაკლების დროს, ცხიმოვან მასასთან ჩვენ კუნთის მასასაც ვკარგავთ. ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით ცილების მიღება. როგორც მოგეხსენებათ, ის კუნთის საშენი ძირითადი მასალაა.

სალათი ჭარხლითა და კვერცხით – იდეალური ვარიანტი ვახშმისთვის. ეს სალათი არაჩვეულებრივად ახშობს მადას, აჩქარებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს საჭირო რაოდენობით ცილით.

ინგრედიენტები:

  • 1 მოხარშული ჭარხალი
  • 2-3 მოხარშული კვერცხი
  • 1 საშუალო ზომის თავი ხახვი
  • 3-4 ს.კ. უცხიმო კეფირი
  • შავი წიწაკა და მარილი გემოვნების მიხედვით

გახსოვდეთ, თუ წონის დაკლება გსურთ, მარილის მიღება მინიმუმამდე უნდა შეამციროთ, ან საერთოდ უარი თქვათ მასზე.

მომზადება:

1. პირველ რიგში, გაამზადეთ პროდუქტები სალათისთვის: მოხარშეთ კვერცხი და ჭარხალი, გაასუფთავეთ კანისგან ხახვი.

2. კვერცხი და ხახვი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად.

3. გახეხეთ ჭარხალი წვრილ სახეხზე ან დაჭერით ისიც კუბიკებად, არჩევანი მხოლოდ თქვენი გასაკეთებელია.

4. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპიკი.

5. შეაზავეთ ეს სალათი უცხიმო კეფირით.

6. ჭარხლის ძალიან გემრიელი და სასარგებლო სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

თუ ორგანიზმის გაჯანსაღება და წონის დაკლება გსურთ, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. აუცილებლად ჩაინიშნეთ ის და გაუზიარეთ მეგობრებსაც სოციალურ ქსელში. გისრუვებთ ყველაფერს საუკეთესოს!