როგორ მოვამზადოთ თხელი ლავაშები საფუვრის გარეშე. მხოლოდ 4 ინგრედიენტი და ტაფა დაგჭირდებათ

4133

თხელი ლავაში მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეგვიძლია მივირთვათ არა მხოლოდ პურის სახით, არამედ მოვამზადოთ მისგან ძალიან გემრიელი ფენოვანი პეროგები და სხვადასხვა გემრიელი კერძები, მათ შორის ლაზანიაც კი. ყველას გვიყვარს ცომეული, თუმცა მაქსიმალურად უნდა შევიზღუდოთ თავი საფუვრის ცომის მირთმევისგან, რადგან ის, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან საზიანოა ჩვენი ფიგურისთვის.

დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ მარტივი ინსტრუქციით ძალიან გემრიელი თხელი ლავაშები, საფუვრის გარეშე. თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ 4 უბრალო ინგრედიენტი და ტაფა!

როგორ მოვამზადოთ თხელი ლავაში

ინგრედიენტები:

  • 350 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 200 მლ ცხელი წყალი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • ნახევარი ჩ.კ. მარილი

მომზადება:

1. ღრმა, თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი და მას ცენტრში გაუკეთეთ ჩაღრმავება.

2. ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით ზეთი და მარილი, ნელ-ნელა ჩააასხით ცხელი წყალი. კოვზით ფრთხილად გადაურიეთ.

3. ხელებით კარგად ზილეთ ეს მასა 4-5 წუთის განმავლობაში, ცომის მიღებამდე.

4. გადააკარით ჭურჭელს სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ დაახ. 15-30 წუთით.

5. მზა, დაყოვნებული ცომი დაყავით 8 ან 10 თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილისგან შეკარით ბურთი, ამოავლეთ ფქვილში და შემდეგ კარგად გააბრტყელეთ (ლავაშის სისქე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 ან 2 მილიმეტრი).

6. კარგად გაცხელებულ ტაფაზე სათითაოდ მობრაწეთ ლავაშები ორივე მხრიდან. 20-30 წამი სავსებით საკმარისი იქნება.

7. უგემრიელესი თხელი ლავაშები საფუვრის გარეშე მზად არის. გემრიელად მიირთვით!

თხელი ლავაშისგან თქვენ შეძლებთ არაერთი ძალიან გემრიელი და ორიგინალური კერძის მომზადებას.

გთავაზობთ ვიდეო ინსტრუქციასაც, თუ როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ლავაშები სწრაფად და მარტივად:

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!