ქუმელი – უძველესი ტრადიციული თუშური ტკბილეული

4010

ქუმელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი დესერტია, რომელიც გავრცელებულია საქართველოს მთიანეთში. ბარბარე ჯორჯაძის თქმით, მთაში მას ქიშმიშისა და ნუშის გარეშე, ზოგჯერ ქერის ფქვილის ან დანაყილი სელისგან ამზადებენ. ქუმელს სულხან-საბა ორბელიანიც იხსენიებს.

ინგრედიენტები: 

  • ქუმელის ფქვილი (წმინდად დაფქული მოხალული ხორბალი) – 170 გ
  • თაფლი – 10 ს.კ. (სასურველია ყვავილის თაფლი)
  • ქიშმიში – 50 გ
  • ნუში – 80 გ

მომზადების წესი:

  1. ჩაყარეთ თასში ქუმელის ფქვილი, დაამატეთ თაფლი და მოზილეთ. მიღებული ცომი უნდა იყოს მძიმე, სველი კონსისტენციის.
  2. ცომისგან გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები და ამოავლეთ ქიშმიშისა და წვრილად დაჭრილი ნუშის ნარევში. დააწყვეთ ლანგარზე და 2-3 დღე გამოაშრეთ.