რიგატონი პომიდვრითა და ანჩოუსით – სადილისთვის იდეალური კერძი

1693

რიგატონი – იტალიური მაკარონის, ანუ პასტას ნაირსახეობაა, სიგრძით 4 სმ. მილაკები, რომლებიც შედარებით თხელი ცომისგან მზადდება. რიგატონის უპირატესობა პასტის სხვა სახეობებთან ისაა, რომ ხარშვისას დაახლოებით სამჯერ იმატებს ზომაში, თუმცა ამასთან არ კარგავს ფორმას. ნამდვილ რიგატონის პაკეტს ქვემოთ უნდა ეწეროს – რიგატონი.

ინგრედიენტები: 

  • 500 გ პასტა რიგატონი
  • 3 ჭიქა (750) კანგაცლილი და დაჭყლეტილი პომიდორი თავისი წვენით
  • 10 ცალი ფეხებგამოცლილი და წვრილად დაჭრილი დამარილებული ანჩოუსი
  • 2 ს/კ წვრილად დაჭრილი როზმარინი
  • 1/2 ჭიქა (60გ) გახეხილი პარმეზანი

მომზადების წესი:

  1. მაკარონი რიგატონი დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ.
  2. დიდ ტაფაზე მოათავსეთ პომიდორი, ანჩოუსი და როზმარინი. ტაფა დაბალ ცეცხლზე შემოდგით 10 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  3. მოხარშული პასტას დაუმატეთ ტაფაზე მომზადებული სოუსი, კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!