ეს შესანიშნავი დესერტი მოცარტის მშობლიური ქალაქიდან, ზალცბურგიდანაა და სახელიც შესაბამისად ეწოდა. მოდით ერთად მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი.
ინგრედიენტები:
- 1/4 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
- 90 გ შაქარი
- 5 დიდი კვერცხი, განცალკევებული
- წმინდად გახეხილი 1 ფორთოხლის ცედრა
- 1 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 60 მლ ორმაგი ნაღები
- 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი – მოსაყრელად
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
- პატარა ჯამში შეურიეთ ვანილის ჩხირის შიგთავსი და შაქარი.
- დიდ ჯამში მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. მეტალის კოვზით შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გულები. დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა.
- მოაყარეთ ფქვილი და ფაქიზად შეაზილეთ.
- 23 სმ ზომის კვადრატულ საცხობ ფორმაში გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ნაღები.
- დაუმატეთ ცომი.
- აცხვეთ 10-15 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს და ამოფუვდება.
- მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე მაშინვე მიიტანეთ.
ულუფა: 4
მომზადება: 20 წუთი
ცხობა: 10-15 წუთი
დონე: 2