ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა დიასასხლის გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც მოულოდნელად სტუმრები გვეწვივნენ. პირველი, რასაც ასეთ დროს ვაკეთებთ, სტუმრებისთვის ჩაის ან ყავის შეთავაზებაა, თუმცა აქვე ჩნდება შეკითხვა, თუ რითი გავუმასპინძლდეთ მათ ცხელ სასმელთან ერთად. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს არაერთი რეცეპტი, რომელმაც შეიძლება რთულ სიტუაციაში გიხსნათ. დღევანდელ სტატიაში გასწავლოთ ხაჭოს ძალიან გემრიელი და არომატული პეროგის მომზადებას, რომელიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირში დნება.
ამ ძალიან გემრიელი პეროგის მომზადებას შეძლებთ წელიწადის ნებისმიერ დროს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ხაჭოს პეროგი მზადდება სწრაფად და ძალიან მარტივად, თანაც ის იმდენად გემრიელი გამოდის, რომ საკმარისი თითქმის არასდროსაა.
ხაჭოს პეროგი მინიმალურ დროში
- 2 ჩაის ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 4 ს.კ. არაჟანი
- 400 გრამი ხაჭო
- 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- ნიგოზი გემოვნების მიხედვით
- ცუკატი გემოვნების მიხედვით
- 1,5 ჩაის ჭიქა შაქარი
- 4 ცალი კვერცხი
- 100 გრამი კარაქი
- მეოთხედი ჩ.კ. მარილი
- ქიშმიში გემოვნების მიხედვით
მომზადება:
1. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. მასა უნდა გაღიავდეს, ხოლო შაქარი – ბოლომდე გაიხსნას.
2. ჩაამატეთ ამ მასაში არაჟანი, ხაჭო, გამდნარი კარაქი, სოდა და მარილი.
3. კარაგად თქვიფეთ ეს მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
4. მზა ნარევში ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ. სურვილისამებრ, დაამატეთ ქიშმიში, ნიგოზი და ცუკატები.
5. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით მასში მზა ცომი. შედგით ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახ. 30 წუთით.
6. გააცივეთ დესერტი საცხობ ფორმაშივე და მიიტანეთ მაგიდაზე. გემრიელად მიირთვით!
როგორც ხედავთ, ხაჭოს პეროგის მომზადება მართლაც მინიმალურ დროში, მინიმალური ძალისხმევით არის შესაძლებელი, თანაც ის იმდენად ჰაეროვანი, არომატული, ფაფუკი და გემრიელი გამოდის, რომ უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. ცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!