როდესაც ეს კერძი პირველად ქმარს მოვუმზადე, მას პატარა ბავშვივით უხაროდა

1802

თუ საუზმეზე ტრადიციული ომლეტი უკვე დიდი ხანია მოგბეზრდათ, დღევანდელი რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ. ასე მომზადებული კვერცხი არა უბრალოდ გემრიელი და ნოყიერი, არამედ ძალიან ორიგინალური და საუცხოო გამოდის.

როდესაც პირველად კვერცხი ამ რეცეპტით საკუთარ მეუღელს მოვუმზადე, მას პატარა ბავშვივით უხაროდა. ახლა ოჯახის წევრების დაჟინებული მოთხოვნით, კვერცხს მხოლოდ ასე ვამზადებ.

“ორსინი” – ცნობილი მხატვრის, კლოდ მონეს რჩეული, საყვარელი კერძი, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ასე მომზადებული კვერცხი მართლაც რომ საუცხოოდ ჰაეროვანი, მოცულობითი და მსუბუქი გამოდის. აუცილებლად ჩაინიშნეთ მარტივი ინსტრუქცია, რათა მოამზადოთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე უჩვეულო საუზმე სწრაფად და მარტივად. პირობას გაძლევთ, თუ ამ კერძს დააგემოვნებთ, კვერცხს მომავალში ყოველთვის ასე მოამზადებთ.

კვერცხი “ორსინი”

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • კარაქი

მომზადება: 

1. ფრთხილად განაცალკევეთ ერთმანეთისგან კვერცხის გული და ცილა.

2. ცილაში ჩაამატეთ მწიკვი მარილი და შეუდექით თქვეფას ქაფისებრი მასის მიღებამდე. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ზემოდან წაუსვით მცირეოდენი კარაქი.

3. სუფრის კოვზით გადმოიტანეთ ცილა საცხობ ქაღალდზე და თითოეულ მათგანს ცენტრში გაუკეთეთ პატარა ჩაღრმავება.

4. მოათავსეთ ღრმულში კვერცხის გული. შედგით კერძი გამოსაცხობად 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით.

ასეთი გემრიელი და ორიგინალური საუზმე თქვენს ოჯახის წევრებს აუცილებლად მოეწონებათ. ჩაინიშნეთ რეცეპტი და არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება თქვენი მეგობრებისთვისაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!