ხორცი ფრანგულად: ცნობილი კერძის ყველაზე დახვეწილი რეცეპტი

3296

კლასიკური ხორცი ფრანგულად უკან იტოვებს ყველა კერძს, რომელიც ღორის ხორცისგან ღუმელში მზადდება. ეს გასაგებიცაა, წელვადი ყველის ფენის ქვეშ ზედმეტი არაფერია. თუმცა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რაღაც მაინც აკლია…

“გასტრონომიამ” გადაწყვიტა, იდეალურად დაეხვეწა რეცეპტი, თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, სათანადოდ შეაფასოთ ეს შედევრი. ეს კერძი პროტოტიპისგან განსხვავებით, გარნირს არ მოითხოვს. ზოგ რესტორანში მსგავს კერძს ტაფას უწოდებენ, რადგან ბოსტნეულთან და ყველთან შემწვარ ხორცს პირდაპირ ტაფაზე მოგართმევენ, რომელშიც ის მომზადდა.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 3 ც ხახვი
  • 3 ც პომიდორი
  • 4 ც კარტოფილი
  • 250 გრ მაგარი ყველი
  • 100 გრ მაიონეზი
  • მარილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი კუბებად. გახეხეთ ყველი და კარტოფილი ცალ-ცალკე. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, პომიდორი ნახევარრგოლებად.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. დააწყვეთ ფენებად  ხორცი, ხახვი, კარტოფილი. წაუსვით პომიდორს მაიონეზი და დაალაგეთ ზემოდან. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
  3. გამოიღეთ კერძი, მოაყარეთ გაყარებული ნიორი და გახეხილი ყველი, შედგით ღუმელში კიდევ 5 წუთით.

ყველაზე კარგი ამ კერძში ისაა, რომ ის არ გახლავთ კლასიკური და შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი. გაითვალისწინეთ, რომ საქონლის ხორცის დამარინადება მოგიწევთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!