ბიფსტროგანოვი სოკოთი – მსოფლიოს პოპულარულ კერძებს შორის ყველაზე პოპულარული…

2984

ბიფსტროგანოვი ცნობილი კულინარიული შედევრია, რომელიც პირველად ფრანგმა მზარეულმა გრაფ სტროგანოვისთვის მოამზადა. დღეს ეს კერძი ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. რეცეპტი რომელსაც გასტრონომიას რედაქცია გთავაზობთ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ – ეს არის ბიფსტროგანოვი სოკოთი…

ინგრედიენტები: 

  • 500 გ საქონლის მჭლე ხორცი
  • 250-300 გ ქამა სოკო
  • 200-250 გ არაჟანი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ. შემდეგ მოგრძო ზოლებად დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ კარაქი, მოვშუშოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ ხორცის ნაჭრები და ხორცი თავისივე წვენში მოვშუშოთ. თუ წვენი დაიშრო და ხორცი ჯერ კიდევ მაგარია, ცოტა წყალი დავუმატოთ.
  2. ხორცი რომ მომზადდება, დავუმატოთ დაჭრილი ქამა სოკო და მოვბრაწოთ. ჩავუმატოთ პამიდვრის საწებელი ან ტომატ-პასტა და განვაგრძოთ შესქელებამდე.
  3. მოვაყაროთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ არაჟანი დავუმატოთ, წამოვადუღოთ და დაბალ ცეცხლზე, ვშუშოთ სანამ შესქელდება.
  4. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით.
  5. მივირთვათ შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.