ამ ნამცხვარს მაროკოულ ენაზე М’hanncha ეწოდება, რაც გველს ნიშნავს. მაგრამ ის გველს მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს, აი გემოთი კი ნამდვილი საოცრებაა.
ინგრედიენტები:
ნუშის შიგთავსი
- 2 ჭიქა (200 გ ) ნუშის ფხვნილი
- 1 ჭიქა (150 გ ) შაქრის პუდრი
- 1 ჩ.კ. დაფხვნილი დარიჩინი
- 1 კვერცხი – (გული და ცილა განცალკევებული)
- 1/3 ჭიქა (90 გ) მარილიანი კარაქი (გამდნარი და გაცივებული)
- 2 ს/კ ფორთოხლის ყვავილის წყალი
მოხარშული ცომი
- ცომის 8 ფენა (ფურცელი)
- 1/4 ჭიქა (60 გ) უმარილო კარაქი (გამდნარი და გაცივებული)
- შაქრის პუდრი (მოსაყრელად)
- დაფქული დარიჩინი (მოსაყრელად)
მომზადების წესი:
- ნუშის შიგთავსი. ნუშის ფხვნილი, შაქარი და დარიჩინი გაცერით.
- კვერცხის ცილა, კარაქი და ფორთოხლის ყვავილის წყალი პატარა ჯამში მსუბუქად ათქვიფეთ. ნუშის ნარევს დაასხით და კოვზით აურიეთ.
- გაყავით ოთხ ნაწილად და 5 სმ -ზე მოკლე რულონებად დაახვიეთ. გადადეთ.
- მოხარშული ცომი. ღუმელი 180 გრადუსზე გააცხელეთ. ქვაბის ძირში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცხიმი მოუსვით.
- ცომის ოთხი ფენა (ფურცელი) მაგიდაზე დადეთ და გამდნარი, ცივი კარაქი წაუსვით ისე, რომ კიდეები არ დაასველოთ.
- ნუშის შიგთავსი ცომის ფურცლებზე მოათავსეთ და გრძელ რულონებად გადაახვიეთ, ბოლოები ჯერ არ მოუკრათ. დარწმუნდით, რომ თავისუფლად გადაახვიეთ, თორემ რგოლისებურად დახვევის დროს შესაძლოა გაიხეს.
- გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და დაიწყეთ მისი ერთი ბოლოდან მოხვევა, ბოლოს კი ცომი შეაწებეთ.
- ჯერ გამდნარი კარაქი წაუსვით, შემდეგ წყალში გახსნილი კვერცხის გული ფუნჯით გადაუსვით.
- აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში.
- გადაიტანეთ თეფშზე და შაქრის პუდრი მოაყარეთ. შემდეგ დარიჩინის ფხვნილი დიაგონალზე ჯვარედინად მოაფრქვიეთ.
- დაჭერით და მიირთვით.