დაბრაწული შინაური ღვეზელები ქათმისა და კარტოფილის შიგთავსით

1106

დაბრაწულ ღვეზელებზე ფიქრი უმალვე ბავშვობაში გაბრუნებს, როცა ბებია სამზარეულოში ფუსფუსებდა და უგემრიელეს ღვეზელებს გიცხობდა. ახლა კი ჩვენ თავად შეგვიძლია მოვამზადოთ და გავახაროთ ოჯახის წევრები. ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ხელთ საჭირო ინგრედიენტები გექნებათ.

მინი-ღვეზელები შესანიშნავი იდეაა გემრიელი საუზმისთვის ან პიკნიკისთვის. ნაზ ცომში გახვეული კარტოფილისა და ქათმის უგემრიელესი შიგთავსი მუდამ გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 3 ც კარტოფილი
  • 200 გრ ქათმის ფილე
  • 100 მლ რძე
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 50 გრ მარგარინი
  • 50 გრ კარაქი
  • 250 გრ ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ც ხახვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ღრმა თასში შეურიეთ მდნარი მარგარინი, კარაქი, ფქვილი, მაიონეზი, არაჟანი, რძე და მარილი. მოზილეთ რბილი ცომი.
  2. შიგთავსისთვის დაჭერით კუბებად ქათმის ფილე, კარტოფილი, წვრილად დაჭერით ხახვი, მარილი, პილპილი, სურვილისამებრ დაუმატეთ მწვანილი და კარგად მოურიეთ.
  3. გაყავით ცომი 8 ნაწილად, გააბრტყელეთ სათითაოდ,  მოათავსეთ გულსართი, მოუჭირეთ კუთხეები და ცენტრში დახვრიტეთ.
  4. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ ნაწარმი. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გამოიღეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და კიდევ 10 წუთით შედგით.

მიირთვით ცხელი ღვეზელები ტომატის წვენთან ან ჩაისთან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!