ტრადიციული ინგლისური უსაფუარო კექსი “სიმნელი”

1392

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავისებული სააღდგომო ტრადიციები არსებობს განსაკუთრებული კერძებით. ამჯერად დიდი ბრიტანეთის სააღდგომო კულტურას გაგაცნობთ და შემოგთავაზებთ სადღესასწაულო მთავარი დესერტის რეცეპტს. ტრადიციული კექსი “სიმნელი” უსაფუაროდ მზადდება.

დესერტი საოცრად გემრიელი გამოდის, მასში დიდი ოდენობით ხილის ჩირია და ნუშის ფქვილისგან მზადდება. ჩირის სახით შეგიძლიათ ნებისმიერი საყვარელი ხილის ჩირი გამოიყენოთ” ალუბალი, შტოში, ქიშმიში და ა.შ. აუცილებლად სცადეთ მომზადება და სასიამოვნოდ გაოცდებით შედეგით.

ინგრედიენტები

  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 1 ც ფორთოხალი
  • 50 გრ ჯანჯაფილი
  • 200 გრ ნუში
  • 100 გრ ხორბლის ფქვილი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 100 გრ გარგრის ჩირი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 8 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი

მომზადება

  1. დაასხით ნუშს მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5 წუთი. მოაცილეთ კანი, გაამშრალეთ და მოხალეთ. შემდეგ დაფქვით.
  2. გათალეთ და გახეხეთ ჯანჯაფილი. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი, დაუმატეთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და ნუშის ფქვილი, გამაფხვიერებელი, გახეხილი ჯანჯაფილი და ფორთოხლის ცედრა.
  3. ნელნელა დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. დაჭერით დარბილებული გარგრის ჩირი, დაუმატეთ ცომში ქიშმიშთან ერთად და კარგად მოზილეთ.
  4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და მოათავსეთ ცომი, კარგად გაათანაბრეთ. შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში1 საათით.
  5. გამოიღეთ კექსი, დააფარეთ ფოლგა და კვლავ შედგით 1 საათით.
  6. მინანქრის მოსამზადებლად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი, დაუმატეთ შაქრის პუდრი და ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  7. წაუსვით მინანქარი გაცივებულ კექსს.

ნამცხვარი ოდნავ ნოტიო და საოცრად გემრიელი გამოდის. შეინხეთ ეს საინტერესო რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს.