უგემრიელესი სამარხვო ბლინები კვერცხისა და რძის გარეშე

3640

ჩვენი რეცეპტით მომზადებული ბლინების მთელ “მთას” დაახვავებთ – მით უკეთესი, რადგან ისეთი გემრიელი გამოდის, რომ ორჯერ მეტის მირთმევის სურვილი გიჩნდება. ბლინები აბსოლუტურად სამარხვოა: ცომში არავითარი რძე და კვერცხი არ არის.

კარტოფილი კი გემოს ამდიდრებს და კერძს საინტერესოს ხდის. მაშ ასე, მოიმარაგეთ ინგრედიენტები და შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 500-600 მლ გაზიანი წყალი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ც კარტოფილი
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 1 მწიკვი სოდა

მომზადება

1. მოხარშეთ კარტოფილი მინდირში. გააცივეთ და გაფცქვენით.

2. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და სოდა. დაუმატეთ გაზიანი წყალი და 3 ს.კ. ზეთი. მოზილეთ ცომი და დატოვეთ 30 წუთით.

3. დაჭერით კარტოფილი კუბებად, ხახვი – წვრილად, შეურიეთ და დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი.

4. წაუსვით ზეთი გახურებულ ტაფას, დაასხით ცომი, მოაყარეთ კარტოფილი და ხახვი. როცა ქვედა ნაწილი შეწითლდება – გადააბრუნეთ ბლინი. გაიმეორეთ ასე მთლიან ცომთან და დააწვეთ ერთმანეთზე ბლინები. დააფარეთ თავსახური.

უგემრიელესი სამარხვო ბლინები მზადაა! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!