ტეფტელი სოკოს სოუსით -ეს არის კერძი, რომელიც ჩემს შვილებს ძალიან უყვართ

1871

ტეფტელი, ფრიკადელი, გუფთა როგორც გნებავთ ისე დაარქვით. თუ მეხსიერება არ მღალატობს, კარლსონის ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძიც ეს იყო.

გასტრონომიას რედაქცია ტეფტელის ერთ-ერთ გამორჩეულ რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ფარში (ღორის, ქათმის)
  • 2 კარტოფილი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 300 გ ქამა სოკო
  • 1 კვერცხი
  • მარილი, სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. კარტოფილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურიოთ ხორცის ფარშს, მოვაყაროთ მარილი, სანელებლები, კვერცხი და ავურიოთ.
  2. ფარშისგან მოვამზადოთ ბურთულები და შევწვათ მაღალ ცეცხლზე ოქროსფერ შეფერილობამდე. ქამა სოკო დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი წვრილად, შევწვათ ზეთში შერბილებამდე, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ ფქვილი, გამთბარი რძე და ვშუშოთ სოუსის შესქელებამდე.
  3. ფარშის ბურთულები გადავიტანოთ შესაწვავ ფორმაში ან ღრმა ტაფაზე, ზემოდან დავასხათ სოკოს სოუსი, შევდგათ 180 გრადუს ტემპერატურაზე  გაცხელებულ ღუმელში და გავაჩეროთ 20 წუთის განმავლობაში.