შაქრისა და კვერცხის ცილის ხანგრძლივი ათქვეფის ნაცვლად, გთავაზობთ ბეზეს მომზადების მარტივ რეცეპტს, რომელსაც სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება.
ბეზე მსუბუქი დესერტების კატეგორიაში გადის, არამხოლოდ ჰაეროვანი სტრუქტურის გამო. ტრადიციული ფრანგული დესერტი უძველეს კულინარიულ წიგნებშია მოხსენიებული, დღეს კი მას ბავშვიც მოამზადებს.
ინგრედიენტები
- 1 კვერცხის ცილა
- 300 გრ შაქრის პუდრი
მომზადება
- შეურიეთ კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი ერთგვარი მასის მიღებამდე. “ცომი” სქელი უნდა გამოვიდეს.
- შექმენით ბურთლები. დააფინეთ ხელსახოცი თეფშზე, მოათავსეთ ბურთულები ერთმანეთისგან 3-5 სმ-ის დაშორებით. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2- წუთით.
კარგი იქნება, თუ დესერტში ვანილის ან ქოქოსის ექსტრაქტს თუ დაუმატებთ. გაუმასპინძლდით მეგობრებს უგემრიელესი ტკბილეულით და გაუზიარეთ რეცეპტი!