როგორ მოვამზადოთ ნაზი და ფაფუკი ფრიკადელკები წვნიანისთვის

2227

წვნიანი და არომატული ხორცის ფრიკადელკები შესანიშნავად ავსებს ნებისმიერი რეცეპტით მომზადებულ სუპს. გთავაზობთ მოამზადოთ საქონლის ფარშისგან – პროდუქტისგან, რომელიც შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას და ბულიონს არაჩვეულებრივ გემოს სძენს. თუმცა, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ან ქათმის ხორცი.

თუ ხელთ ხახვის ფხვნილი არ აღმოგაჩნდათ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ დაჭრილი ხახვით. საფანელი იწოვს ხორცის წვენს და ფრიკადელკები ძალიან ნაზი გამოდის. შეგიძლიათ მოამზადოთ დიდი ოდენობით ფრიკადელკები და გაყინოთ, შემდეგ კი გამოიყენოთ ნებისმიერ დროს.

ინგრედიენტები

  • 450 გრ საქონლის ფარში
  • 0.25 ჭიქა საფანელი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. ხახვის ფხვნილი
  • 2 ჩ.კ. ოხრახუში
  • 0,25 ჩ.კ. შავი პილპილი

მომზადება

  1. შეურიეთ ფარში და საფანელი, დაუმატეთ ოდნავ ათქვეფილი კვერცხი.
  2. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ხახვის ფხვნილი და ხმელი მწვანილი. დაისველეთ ხელები და შექმენით ბურთულები.
  3. მზა ფრიკადელკებით შეგიძლიათ მოამზადოთ სუპი ან გაყინოთ. ამისათვის, საჭრელ დაფაზე მოათავსეთ ბურთულები ერთმანეთისგან მოშორებით, დააფარეთ საკვების ცელოფანი და შედგით საყინულეში. დაახლოებით 1 საათში შეგიძლიათ ჩაალაგოთ კონტეინერში.

ფრიკადელკების წვნიანი უდავოდ უგემრიელესი კერძია, მაგრამ შეგიძლიათ ჩაატაროთ სხვადასხვა ექსპერიმენტები და მოამზადოთ განსხვავებული კერძებიც. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!