ინგლისურ დესერტებში პუდინგს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ციტრუსით მომზადებული პუდინგი კი ნამდვილად არომატების ზეიმია.
ინგრედიენტები:
- ლიმონი – 4-5 ცალი
- ორცხობილა – 200 გრამი
- მაწონი – 1 ჩაის ჭიქა
- პურის ფქვილი – 200 გრამი
- კვერცხი – 4 ცალი
- შაქარი – 200 გრამი
- კარაქი – 100 გრამი
მომზადების წესი:
- ფქვილის, კვერცხისა და კარაქისგან მოვამზადოთ ფენოვანი ცომი.
- შევურიოთ მაწონი, დანაყილი ორცხობილა და დავუმატოთ ლიმონების გამონაწური (მისივე კანის ნაფხეკიც).
- ყველაფერი ეს მოვათავსოთ ქვაბში და ოდნავ გავაცხელოთ. შემდეგ ავურიოთ თეთრად ათქვეფილი კვერცხის ცილა.
- ფენოვანი ცომი დავდოთ ტაფაზე, მოვასხათ ეს შემზადებული მასა და შევდგათ ჰაერღუმელში.
- ციტრუსების ხმარების დროს უნდა გვახსვოდეს, რომ შიდა გულსა და კანს შუა მოთავსებული თეთრი გარსი მწარე და უვარგისია.