ბლინი შემოდგომა-ზამთრის გრილ და სუსხიან დღეებში ჩაისა და ყავის განუყრელი ატრიბუტია. ბლინები ყველას ძალიან გვიყვარს და სწორედ ამიტომ, მისი მომზადების ერთ-ერთ გამორჩეულ რეცეპტს წარმოგიდნებთ.
ვაშლის ბლინი
ინგრედიენტები:
- ვაშლი – 10 ცალი
- თეთრი ფქვილი – 1 ½ კილოგრამი
- საფუარი – 1/2 ჩაის ჭიქა
- შაქარი – 100 გრამი
- კარაქი – 150 გრამი
- კვერცხი – 5 ცალი
- რძე – 3 ჩაის ჭიქა
- ნაღები ან არაჟანი – 3/4 ჩაის ჭიქა
- მარილი – გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
- 700 გრამი თეთრი პურის ფქვილი გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ ცხელ წყალში გახსნილი საფუარი, მოვზილოთ კარგად და დავდგათ თბილ ადგილას.
- 10 ცალი ვაშლი შევწვათ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში, გავაკეთოთ ვაშლის პიურე, რომელშიც შევალესავთ შაქარს.
- ამოსულ და აფუებულ ცომს დავუმატოთ 800 გრამი ფქვილი, თბილი წყალი, გამდნარი კარაქი, ვაშლის პიურე და კარგად ათქვეფილი 5 ცალი კვერცხი (უმჯობესია ცილა და გული ცალ-ცალკე ავთქვიფოთ), დავდგათ კიდევ ცოტა ხნით თბილ ადგილას და შემდეგ გამოვაცხოთ ბლინები.
- ნაღები ან არაჟანი გამოვიყენოთ ზემოდან მოსასხმელად.
გემრიელად მიირთვით!