ფარშირებული კარტოფილისთვის იდეალური შიგთავსი აღმოვაჩინე:ნაზი და არომატული როგორც არასდროს

1178

კარტოფილი იმ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომლის გაფუჭებაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ის შესანიშნავია ნებისმიერი სახით: შემწვარი, მოხარშული, გამომცხვარი, მოთუშული, ფარშირებული… კარტოფილის კერძების რეცეპტებიც უხვადაა, მაგრამ ეს არ გახლავთ მიზეზი, რომ ახალი არ აღმოვაჩინოთ.

ამჯერად მოგითხრობთ, როგრ მოამზადოთ კანგაუცლელი გამომცხვარი კარტოფილი არომატული ყველის ნაზავის შიგთავსით. სცადეთ და შედეგით აუცილებლად აღფრთოვანდებით.

ინგრედიენტები

  • 3 ც კარტოფილი
  • 3 კბ ნიორი
  • 100 გრ არაჟანი
  • 30 გრ კარაქი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 30 გრ კამა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კანგაუცლელი კარტოფილი ან შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ. გაჭერით შუაზე. კოვზით ამოიღეთ გულები.
  2. ცალკე თასში შეურიეთ არაჟანი, გატარებული ნიორი, დაჭრილი მწვანილი, დარბილებული კარაქი, გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. მიღებული მასის ნახევარი შეურიეთ კარტოფილის გულებს.
  3. დატენეთ კარტოფილის “ნავები” მიღებული შიგთავსით. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი ან ფოლგა, მოათავსეთ კარტოფილი, ზემოდან დარჩენილი მასა მოასხით. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

შესანიშნავი კერძი მზადაა! მიირთვით ცხლად, ბოსტნეულის სალათთან. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!