როგორ მოვამზადოთ ლეგენდარული ტორტი “პრაღა” შინაურ პირობებში

2378

შინაური რეცეპტით მომზადებული ლეგენდარული ტორტი “პრაღა” შოკოლადის ბისკვიტისგან, პრაღული კრემისგან, გარგრის ჯემისგან და შოკოლადის მინანქრისგან შედგება. მისი მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, პროცესი რამდენიმე მარტივ ეტაპადაა დაყოფილი.

ხანდახან ხდება, რომ ბისკვიტი არ ამოდის. ამიტომ, მიჰყევით რამდენიმე წესს: ზუსტად აწონეთ ინგრედიენტები, კარგად ათქვიფეთ ცილა, კვერცხის მასა არ მოურიოთ მშრალ ინგრედიენტებთან მიქსერით ან ძალიან ინტენსიურად, გამოცხობამდე გაახურეთ ღუმელი 20 წუთით ადრე, უმჯობესია, ფენები საღამოს გამოაცხოთ, დანარჩენი კი უკვე მომდევნო დღეს დაასრულოთ.

ინგრედიენტები

  • 8 კვერცხის გული
  • 6 კვერცხის ცილა
  • 150 გრ შაქარი
  • 115 გრ ფქვილი
  • 540 გრ კარაქი
  • 45 გრ კაკაოს ფხვნილი
  • 240 გრ შესქელებული რძე
  • 40 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
  • 100 გრ შავი შოკოლადი

მომზადება

1. ათქვიფეთ 6 კვერცხის გული და 75 გრ შაქარი მყარ კონსისტენციამდე. ცალკე ათქვიფეთ 6 კვერცხის ცილა დარჩენილ შაქართან.

2. კვერცხის გულის მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და 25 გრ კაკაოს ფხვნილი და ფრთხილად მოურიეთ. 3 ეტაპად დაამატეთ ცილის მასა, ფრთხილად მოურიეთ.

3. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის 40 გრ მდნარი კარაქი.

4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, დაასხით ცომი და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. გააცივეთ ბისკვიტი, ამოიღეთ ფორმიდან, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

5. შეურიეთ 2 კვერცხის გული და წყალი. ადუღეთ შესქელებამდე, შემდეგ გააცივეთ და დაუმატეთ შესქელებული რძე.

6. ათქვიფეთ 400 გრ კარაქი და ვანილის ექსტრაქტი. დაუმატეთ კვერცხის მასა, შემდეგ 20 გრ კაკაოს ფხვნილი, განაგრძეთ ათქვეფვა.

7. გაჭერით ბისკვიტის მასა 3 ნაწილად. პირველ ფენას წაუსვით ნახევარი კრემი, მეორეს – დარჩენილი. ზედა ფენას და კიდეებს წაუსვით გარგრის ჯემი და შედგით მაცივარში 30 წუთით.

8. შავი შოკოლადი და კარაქი დაადნეთ, მოასხით მინანქარი ტორტს და შედგით მაცივარში 1 საათით.

გირჩევთ გამოიყენოთ სწორედ გარგრის ჯემი და არა მურაბა, რადგან მისი კონსისტენცია ერთგვარია და კურკის გარეშე. რაც უფრო მეტ ხანს გააჩერებთ ტორტს მაცივარში, მით უფრო კარგად შეიწოვს ის კრემს და ჯემს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!