ქაშაყის რულეტი – სასარგებლო და ძალიან გემრიელი კერძი მარტივად

1294

რატომ უნდა მოამზადოთ ქაშაყის რულეტი? იმიტომ რომ ეს არის კერძი, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მათ შორის ავადმყოფი ადამიანისთვისაც. მაშ ასე, მოამზადეთ ახლავე…

ინგრედიენტები: 

  • თევზი – 120 გრამი
  • თეთრი პური – 20 გრამი
  • არაჟანი – 20 გრამი
  • რძე – 30 გრამი
  • კარაქი – 10 გრამი
  • თეთრი ფქვილი – 1/2 ჩაის კოვზი
  • ერთი კვერცხის ცილა

მომზადების წესი:

  1. ქაშაყის რბილი ნაწილი გავატაროთ ხორცსაკეპ მაქანაში დამბალ პურთან ერთად.
  2. მივუმატოთ 5 გრამი კარაქი, ფქვილი, მარილი, კვერცხის ცილა და 30 გრამი რძე.
  3. ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ კარაქმოსმულ ტაფაზე და შევწვათ.
  4. შემდეგ ეს შემწვარი ომლეტი დავდოთ დოლბანდზე, ზედ დავადოთ თევზის სატენი, შევახვიოთ რულეტივით, დოლბანდს მოვუკრათ თავი და მოვხარშოთ ორთქლზე.
  5. როცა მომზადდება, დოლბანდი მოვაცილოთ, დავდოთ თეფშზე, ზემოდან მოვასხათ არაჟანი და მივიტანოთ სუფრასთან.
  6. შეიძლება მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.