ყველას გვიყვარს ნამცხვრები, ტორტები, ორცხობილები, პეროგები და სხვა გემრიელი დესერტები. მე გამოცდილი მცხობელი ვარ და მსურს, დღეს რამდენიმე პრაქტიკული რჩევა გაგიზიაროთ. ნებისმიერი დესერტი, რომელსაც სახლში თავად ამზადებთ, კიდევ უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, აუცილებლია ცომის სწორად მომზადება.
სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი გამოცდილება გაქვთ და რამდენად კარგი მცხობელი ხართ, ცომი შეიძლება ყოველთვის ისეთი მოცულობითი და ჰაეროვანი ვერ გამოგივიდეთ, როგორიც გსურთ. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ რამდენიმე საიუდუმლოს, რომელთაც პირადად უკვე 20 წელია ვიყენებ. ასე მომზადებული ცომი ნამდვილად შეუდარებელია! ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე არა კულინარიულ ნიჭთან და ოსტატობასთან, არამედ ფიზიკასთან გვაქვს.
როგორ მოვიქცეთ, ცომი ყოველთვის შეუდარებლად მოცულობითი რომ გამოვიდეს?
1. ცომში ყოველთვის უნდა იყოს საკმარისი გაზი. მაგალითად, კვერცხი, რომელსაც ბისკვიტისთვის იყენებთ, ყოველთვის ძალიან კარგად უნდა ათქვიფოთ, ხოლო უშუალოდ ცომის მოზელვის პროცესში სინაზე უნდა გამოიჩინოთ. რაც შეეხება ფენოვან ცომს, ის ყოველთვის სიცივეში უნდა მომზადდეს, რათა კარაქი არ გადნეს და ცომმა ტენი არ დაკარგოს.
ღუმელი ყოველთვის კარგად გააცხელეთ წინასწარ, სანამ მასში კერძს გამოსაცხობად მოათავსებთ, რათა გაზები სწრაფადვე გაფართოვდეს და ცომი მოცულობაში გაიზარდოს. ცომის ნაწარმის გამოცხობისას ყოველთვის მაღალი ტემპერატურაა საჭირო.
2. ცომი არ უნდა იყოს თხევადი და ყოველთვის უნდა შეიცავდეს საკმარისი რაოდენობით ფქვილს, რა თქმა უნდა, თუ ეს რეცეპტით არ არის გათვალისწინებული და განპირობებული. თუ ცომი თხევადი იქნება, პეროგი ღუმელიდან გამოღებისთანავე დაიჩუტება და მოცულობაში შემცირდება.
3. ცომი ყოველთვის უნდა გამოაცხოთ რეცეპტში მითითებულ ტემპერატურაზე. სხვადასხვა კერძებისთვის განსხვავებული ტემპერატურაა საჭირო და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. გახსოვდეთ, სანამ ცომი ბოლომდე არ მომზადდება, არასდროს გამოაღოთ ღუმელი.
4. მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ცომი თანაბრად ამოიბერება და მას ცენტრში ჩაღრმავება არ ექნება, შეგიძლიათ შეამოწმოთ, მზად არის თუ არა ის.
5. რამდენად კარგად არის გამომცხვარი ცომი, ამის გაგებაში ასანთის ღერი დაგეხმარებათ. ზუსტად ცომის ცენტრში ჩაარჭეთ ასანთის ღერი და დააკვირდით: თუ ასანთი მარტივად ჩავიდა ცომში, მას გამოცხობა აკლია. გარდა ამისა, დააკვირდით თვითონ ასანთის ღერს, რათა დაადგინოთ ცომის ტენიანობა. თუ ღერი ცომიდან ამოღების შემდეგ სველი იქნება, ცომს გამოცხობა კიდევ სჭირდება.
საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ კარგი მოცულობის მქონე ნებისმიერი დესერტი გაცივების შემდეგ პატარავდება და ზომებში მცირდება. თუ ზემოთ წარმოდგენილ რჩევებს გაითვალისწინებთ, ამ პრობლემის წინაშე აღარასდროს დადგებით.
ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!