ჯანსაღი და სასარგებლო ბერძნული სალათა – ეს კლასიკური სალათა მოდიდან არასოდეს გადადის

2289

ბერძნული სალათის მთავარი კომპონენტი ბერძნული, ტრადიციული ფეტა ყველია, რომელიც თხის ან ცხვრის რძეზე მზადდება. ერთი შეხედვით, ფეტა ყველი ხაჭოს მოგაგონებთ, თუმცა მისი მომჟავო არომატი ამ სალათს პიკანტურ გემოს აძლევს. ეს სალათი სიჯანსაღით ნამდვილად გამოირჩევა სხვა სალათებისგან.

ინგრედიენტები:

სალათისთვის: 

  • 24 პამიდორი ჩერი
  • 1 წითელი ხახვი
  • 100 გ სხვადასხვა სალათის ფოთლები
  • 1/4 ჭიქა ოხრახუში
  • 1/4 ჭიქა ქორფა პიტნა 250 გ ყველი ფეტა
  • 20 გ შავი ზეთისხილი, სასურველია “კალამატა”
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა (თუ ქიმ. დამუშავებულია, დამდუღრეთ )
  • პიტა-პური

სოუსისთვის: 

  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი და შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. სალათა: ორად გაჭრილი პამიდვრები, თხლად დაჭრილი ხახვი, სალათის ფურცლები, მსხვილად დაჭრილი ოხრახუში, პიტნა, დაფშვნილი ფეტა, ზეთისხილი და ლიმონის ცედრა სასალათეში მოათავსეთ. ფიალა მსუბუქად შეანჯღრიეთ.
  2. სოუსი: ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი პატარა ჯამში მექანიკური სათქვეფით კარგად ათქვიფეთ. სოუსი სალათას მოასხით და სუფრაზე პიტასთან ერთად მიიტანეთ.