ხორცის ძალიან წვიანი და არომატული ბურთები უგემრიელესი შიგთავსით. ჩემი შვილების საყვარელი კერძი

2639

თუ უბრალო კოტლეტების ორიგინალურ ალტერნატივას ეძებთ, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ხორცის წვნიანი ბურთები უგემრიელესი შიგთავსით – დელიკატესი, რომელზეც უარის თქმა ძალიან რთულია.

თუ დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილ მარტივ ინსტრუქციას სწორად მიჰყვებით, სულ რამდენიმე წუთში ხორცის უგემრიელეს, ძალიან წვნიან და არომატულ ბურთებს მიიღებთ. ეს კერძი ჩემს ოჯახში ნამდვილ ფავორიტად იქცა. მეუღლე და შვილები ყოველდღიურად მის მომზადებას მთხოვენ.

ხორცის ბურთები

ინგრედიენტები: 

  • 1 ჭიქა დაფქული სუხარი
  • 1 ს.კ. დაკეპილი ოხრახუში
  • მწიკვი შავი დაფქული წიწაკა
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 კბილი ნიორი (გატარებული ხორცსაკეპში)
  • 2 ს.კ. დაკეპილი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 450 გრამი საქონლის ფარში
  • 150 გრამი ხმელი ყველი

მომზადება:

1. საშუალო ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთში დაფქული სუხარი, ოხრახუში, შავი წიწაკა, მარილი, ხახვი და ნიორი.

2. ჩაამატეთ კვერცხი და საქონლის ფარში. კარგად გადაურიეთ.

3. მზა ფარში დაყავით დაახლოებით 12 თანაბარ ნაწილად. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ საშუალო სისქემდე, მოათავსეთ ზემოდან ყველის პატარა ნაჭერი და შეკარით ბურთი.

4. ღრმა ტაფაში ან ქვაბში კარგად გააცხელეთ დიდი რაოდენობით მცენარეული ზეთი და დაბრაწეთ მასში ჩვენი ხორცის ბურთები მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე.

ხორცის ძალიან არომატული, წვნიანი და გემრიელი ბურთები მზად არის. ეს კერძი დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ. ოჯახის წევრები და სტუმრები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩებიან თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!