სუბპროდუქტმა თეთრი ხორცი დაჩრდილა, ქათმის გულების მომზადების ამ რეცეპტის წყალობით

1283

ტრადიციული იაპონური სოუსი ტერიაკი სახელწოდებაში ორ სიტყვას ითავსებს: “ბრწყინვა” და “შეწვა”, ეს კი ზუსტად აღწერს ქათმის გულების მომზადების რეცეპტს, რომელსაც დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ. უნიკალური დანამატის შემადგენლობა კერძების თითქმის ყველა კატეგორიას უხდება (ხორცი, თევზი, ბოსტნეული, წვნიანი). სოუსი შეიცავს შაქარს, რომელიც პროდუქტების კარამელიზების საშუალებას იძლევა. ამავდროულად მას გემოების მთელი პალიტრა გააჩნია.

ქათმის გულები სოუსში წარმოუდგენლად რბილი გამოდის. მას არ სჭირდება არც მარილი და არც პილპილი, აი ჯანჯაფილი კი აუცილებელია – ის შესძენს სასიამოვნო სიცხარესა და სურნელს. შეწვის დროს ქათმის გულები რეზინს რომ არ დაემსგავსოს, ჩვენ გაგიზიარებთ პატარა საიდუმლოს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის გულები
  • 150 მლ ტერიაკის სოუსი
  • 200 მლ რძე
  • ჯანჯაფილი გემოვნებით
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და გაწმინდეთ ქათმის გულები, ჩაალბეთ რძეში 40-60 წუთით დასარბილებლად.

2. შემდეგ გადაასხით რძე და გაამშრალეთ ქათმის გულები ქაღალდის ხელსახოცით. ჩაყარეთ პარკში სახამებელი და ქათმის გულები, კარგად შეანჯღრიეთ.

3. შებრაწეთ ქათმის გულები ზეთში.

4. გახეხეთ ჯანჯაფილი, დაამატეთ კერძში ტერიაკის სოუსთან ერთად. მოთუშეთ კიდევ 4 წუთის განმავლობაში და მიირთვით ცხლად.

მიირთვით მზა კერძი მოხარშულ ბრინჯთან, ბოსტნეულის სალათებთან, კარტოფილთან ან პასტასთან. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!